Posts

Showing posts from March, 2017

ოპერაციული სისტემების ჩატვირთვა ქსელიდან pxelinux-ის საშუალებით

თანამედროვე X86 არქიტექტურის კომპიუტერებში ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა მოწყობილობიდან. ხშირად გამოიყენება ბლოკური მოწყობილობები, მაგალითად  მყარი დისკები, SSD, ოპტიკური დისკები (DVD, CD) . ასევე შესაძლებელია ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა ქსელიდან PXE ტექნოლოგიის საშუალებით. ქსელიდან ჩატვირთვა ძალიან მოსახერხებელია - მაგალითად, IT Support-ის მუშაობა გაადვილდება, თუ ორგანიზაციის ფარგლებში CD/DVD/Usb Flash -ების გარეშე შეძლებს ისეთი უტილიტების გაშვებას, როგორებიცაა victoria, memtest86+, Acronis Trueimage, Acronis Disk Director (+ ძალიან ბევრი სასარგებლო რამ) ამ პოსტში შევეცდები დავწერო ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია, რომელიც შედეგად მოგვცემს ქსელიდან Victoria, Memtest86+, Acronis Disk Director და Acronis Trueimage უტილიტების ჩატვირთვის შესაძლებლობას PXE-ს საშუალებით.