Posts

Showing posts from August, 2009

MPD-ს ინტეგრაცია Audioscrobbler-თან

Image
ლინუქსის გამოცდილმა მომხმარებლებმა კარგად იციან, თუ რას წარმოადგენს MPD. დანარჩენი წევრები რომ აზრზე მოვიდნენ, ორი სიტყვით ავხსნი: MPD არის M usic P layer D aemon -ის აბრევიატურა. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს არის დემონი, რომელიც უკრავს მუსიკას :) ახლა სერიოზულად: MPD არის კლიენტ-სერვერული არქიტექტურის ქონე აპლიკაცია მუსიკების მოსასმენად. სწორედ კლიენტ-სერვერული არქიტექტურაა ჩემის აზრით ყველაზე უფრო მიმზიდველი MPD-ში სხვა მულტიმედიურ პლეერებთან შედარებით. უფრო სრული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ MPD-ს საშინაო გვერდი რაც შეეხება Audioscrobbler-ს და last.fm -ს: მგონი აქ ასახსნელი არც არაფერია :) რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს პლეერისა და last.fm -ის კომბინაციამ? :) პლეერი აგზავნის ინფორმაციას აღწარმოებული ფაილების შესახებ, last.fm "პარსავს" მიღებულ ინფორმაციას და ადგენს სხვადასხვაგვარ სტატისტიკას (მაგ. ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერა, ან შემსრულებელი და ა.შ), ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს რეკომენდაციებს. მაგალითად, თუ ხშირად უსმენ ჯგუფს Nightwish, Last.f...

სანიშნეები სამუშაო მაგიდაზე

Image
მოგესალმებით ყველას (თუ შემოდის საერთოდ ვინმე აქ :) ) დღეს დამჭირდა Desktop Note კლასის აპლიკაცია. გავიხსენე ძველი დრო, როცა გნომის დესკტოპს ვიყენებდი და ვცადე გამეშვა Tomboy - ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მთავარი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში - ძალიან დიდი ხანი აგვიანდება გაშვებაზე. მართალია ჩემი კომპიუტერი კაი ყვავის ხნისაა, მარა ოპენოფისზე მეტი დრო რომ სჭირდება აპლიკაციას გასაშვებად, არაა მაი კაი ამბავი. ამიტომ მივმრთე გუგუული ბებიას საკვანძო სიტყვებით Desktop note application linux . პირველივე შედეგად დამიბრუნა Tomboy, მერე გნომის აპლეტი რომაა რაღაცა და მესამეზე http://www.justskins.com/open-source/quick-notes-software-for-linux-desktop/935 . ზედა სამი აპლიკაცია ( TomBoy Notes , KNotes & Sticky Notes ) ავტომატურად გამოირიცხა. ასევე გამოირიცხა სულ ბოლო - Basket Notepads - ადრე მაქვს ეს აპლიკაცია ნაცადი და არ მომეწონა (QT-ზეა და ქოგორც სხვა QT based აპლიკაციები, ესეც უაზროდ მოიხმარს ჩემი საბრალო ტრაქტორის რესურსებს, ასევე არ მომეწონა აპლიკ...