MPD-ს ინტეგრაცია Audioscrobbler-თან

ლინუქსის გამოცდილმა მომხმარებლებმა კარგად იციან, თუ რას წარმოადგენს MPD. დანარჩენი წევრები რომ აზრზე მოვიდნენ, ორი სიტყვით ავხსნი: MPD არის Music Player Daemon -ის აბრევიატურა. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს არის დემონი, რომელიც უკრავს მუსიკას :)

ახლა სერიოზულად: MPD არის კლიენტ-სერვერული არქიტექტურის ქონე აპლიკაცია მუსიკების მოსასმენად. სწორედ კლიენტ-სერვერული არქიტექტურაა ჩემის აზრით ყველაზე უფრო მიმზიდველი MPD-ში სხვა მულტიმედიურ პლეერებთან შედარებით. უფრო სრული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ MPD-ს საშინაო გვერდი

რაც შეეხება Audioscrobbler-ს და last.fm -ს: მგონი აქ ასახსნელი არც არაფერია :)

რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს პლეერისა და last.fm -ის კომბინაციამ? :) პლეერი აგზავნის ინფორმაციას აღწარმოებული ფაილების შესახებ, last.fm "პარსავს" მიღებულ ინფორმაციას და ადგენს სხვადასხვაგვარ სტატისტიკას (მაგ. ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერა, ან შემსრულებელი და ა.შ), ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს რეკომენდაციებს. მაგალითად, თუ ხშირად უსმენ ჯგუფს Nightwish, Last.fm გირჩევს ასევე მოუსმინო Within Temptation -ს :) შესაძლებელია სტატისტიკის HTML კოდის მიღება და სასურველ ადგილზე განთავსება (აიხედეთ ცოტა ზემოთ, მარჯვენა კუთხეში :) )

მოკლედ, კაი ამბავია პლეერის და last.fm -ის ინტეგრაცია. ახლა მივხედოთ საქმეს: როგორ გადავუგზავნოთ last.fm -ს მოსმენილი მუსიკის სტატისტიკა? სხვა პლეერებში (მაგ. Exaile) ეს ძალიან მარტივად ხდება: 

რაც შეეხება MPD-ს, აქ ცოტა რთულადაა საქმე: სერვერში (და არც ერთ ჩემთვის ცნობილ კლიენტში) არაა რელიზებული Audioscrobbler-ის მხარდაჭერა. Google-ში ქექვის შედეგად მივადექი mpdscribble -ს. მოვქაჩე, ამოვაარქივე და ვცდილობ ცომპილაციას ინსტრუქციისამებრ (მოცემულია INSTALL ფაილში)

checking for libcurl... no
checking for libsoup... no
checking for libsoup... no
configure: error: No HTTP client library was found

ვაყენებ libcurl -ს: yum -y install libcurl* და თავიდან ./configure  --sysconfdir=/etc

წარმატებულად გაიარა ეს ეტაპი + make && make install :)

--sysconfdir=/etc პარამეტრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდო, რომ კონფიგურაციის ფაილი /etc -ში უნდა იყოს... მართალია /etc/mpdscribble.conf ადგილზეა. ჩავხედო აბა რა ხდება:

ვცვლი log = /mnt/hdd2/music/mpd/mpdscribble.log (აქ მაქვს MPD -ს ბაზა და ჟურნალი. ესეც აქ იყოს)

[last.fm]
url = http://post.audioscrobbler.com/
username = levglonti
password = აქ ჩემი პაროლი last.fm-ზე
სხვა არაფერი არ უნდა დასჭირდეს წესით :) აბა გავუშვათ და ვნახოთ რას ჩაწერს ჟურნალში :)


2009/08/14 18:04:47 new song detected (Manowar - Each Dawn I Die), id: 86, pos: 16
2009/08/14 18:04:49 [last.fm] handshake successful
2009/08/14 18:04:49 [last.fm] session: ee77d29ccc5e46e4b0f8fa1d1c6972aa
2009/08/14 18:04:49 [last.fm] now playing url: http://post.audioscrobbler.com:80/np_1.2
2009/08/14 18:04:49 [last.fm] submit url: http://post2.audioscrobbler.com:80/protocol_1.2
2009/08/14 18:04:49 [last.fm] sending 'now playing' notification
2009/08/14 18:04:49 [last.fm] OK

თითქოს მუშაობს. შევიხედო აბა ჩემს პროფილში ...

ინფორმაცია მიწოდებულია, ე.ი. ყველაფერი რიგზეა :)

Comments

Popular posts from this blog

ოპერაციული სისტემების ჩატვირთვა ქსელიდან pxelinux-ის საშუალებით

კონსპექტები