Posts

კლავიატურის განათების ჩართვა-გამორთვა Linux ოპერაციულ სისტემაში

Image
დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია ☺ ცოტა ხნის წინ გამიფუჭდა კლავიატურა დესკტოპზე - რამდენიმე ღილაკი არაადეკვატურად რეაგირებდა. შესაბამისად, გადაწყდა ახალი კლავიატურის შეძენა ☺ ძირითადი მოთხოვნები ახალი კლავიატურის მიმართ ასეთი იყო: კაბელიანი (USB) სრული სიმაღლის ღილაკები, ერთმანეთისგან საკმარისად დაშორებული, რომ შეხედვის გარეშე - შეხებით ვიგრძნო კლავიშები ☺ მულტიმედია ღილაკებიდან უნდა ჰქონდეს მინიუმ Mute, VolUP და VolDOWN განათება (ე.წ. backlight) - რატომაც არა, ნოუტბუქის კლავიატურას აქვს და ამასაც თუ ექნება კაია ☺ ბიუჯეტი - ~50-60 ლარის ფარგლებში დროის სიმცირის გამო არჩევანი შეიზღუდა ადგილობრივი ონლაინ მაღაზიებით - არც ადგილზე მისვლა-არჩევის დრო მაქვს და არც Ebay-დან რომ ველოდო :-D  ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულ იქნა Genius K215 ჩამოვიდა რამდენიმე დღეში, რამდენიმე დღეში მე მოვიცალე საფოსტო განყოფილებიდან რომ ამეღო ☺ მერე ანბოქსინგი, შეერთება, ველოდები, რომ გაანათებს - მარა ნურას უკაცრავად ☺ვაჭერ Scrolllo...

ოპერაციული სისტემების ჩატვირთვა ქსელიდან pxelinux-ის საშუალებით

თანამედროვე X86 არქიტექტურის კომპიუტერებში ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა მოწყობილობიდან. ხშირად გამოიყენება ბლოკური მოწყობილობები, მაგალითად  მყარი დისკები, SSD, ოპტიკური დისკები (DVD, CD) . ასევე შესაძლებელია ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა ქსელიდან PXE ტექნოლოგიის საშუალებით. ქსელიდან ჩატვირთვა ძალიან მოსახერხებელია - მაგალითად, IT Support-ის მუშაობა გაადვილდება, თუ ორგანიზაციის ფარგლებში CD/DVD/Usb Flash -ების გარეშე შეძლებს ისეთი უტილიტების გაშვებას, როგორებიცაა victoria, memtest86+, Acronis Trueimage, Acronis Disk Director (+ ძალიან ბევრი სასარგებლო რამ) ამ პოსტში შევეცდები დავწერო ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია, რომელიც შედეგად მოგვცემს ქსელიდან Victoria, Memtest86+, Acronis Disk Director და Acronis Trueimage უტილიტების ჩატვირთვის შესაძლებლობას PXE-ს საშუალებით.

DIY პროექტი - "გენერატორის მოდერნიზაცია"

Image
დღეს უკვე მერამდენედ გამაბრაზა ენერგო პრო ჯორჯია -მ და ჩემმა პატარა "დვიჟოკმა" :) პირველმა იმიტომ, რომ შუქი ჩაქრა მერამდენედ კაცმა არ იცის და მეორემ იმიტომ, რომ უკვე მესამეჯერ მიღალატა მექანიკურმა სტარტერმა :-( ენერგო-პროს ალბათ ვერაფერს მოვუხერხებ, მარა სტარტერის პრობლემის მოგვარებას ვეცდები ამ მექანიკური სტარტერის ელექტროსტარტერით შეცვლით :) გენერატორს ამჟამინდელ მდგომარეობაში დაზიანებული აქვს მექანიკური (თოკიანი) სტარტერი. როგორც ჩანს, ეს აგრეგატი პრობლემურია, იმიტომ რომ ჯამში დაახლოებით 15 საათი თუ ექნება ამ გენერატორს ნამუშევარი და უკვე მესამეჯერ გაფუჭდა სტარტერი. პროექტის იდეა მდგომარეობს შემდეგში: უნდა გამოვიკვლიო ჩემს ხელთ არსებული აგრეგატებიდან ხომ არ იქნება შესაძლებელი მექანიკური სტარტერის ჩანაცვლება ელექტროსტარტერით. მაქვს მუდმივი დენის 12v და 6v რამდენიმე ძრავი, რომელსაც წესით უნდა ეყოს ძალის მომენტი ამ გენერატორის ძრავის ასამუშავებლად. ასევე მაქვს მანქანის 12v აკუმულატორი. ხვალიდან (ან როცა მექნება თავისუფალი დრო იქედან) დავიწყებ ამ პროექტის განხორ...

კონსპექტები

რამდენიმე წელია ა(ა)იპ  პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტში"  ლექციებს ვკითხულობ საგნებში "ოპერაციული სისტემები" და "კომპიუტერული ტექნიკა და არქიტექტურა" ლექციისთვის მომზადების დროს ვცდილობ გავაკეთო შესაბამისი კონსპექტი - ეს საშუალებას მაძლევს უფრო სწორად დავგეგმო ლექცია, ასევე ეხმარებათ სტუდენტებს მასალის დამოუკიდებლად შესწავლაში. გადავწყვიტე საჯაროდ გამოვაქვეყნო ეს კონსპექტები - იქნებ სხვასაც გამოადგეს, თან იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ენაზე ამ შინაარსის მასალები ძნელად მოიპოვება ინტერნეტში. გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იდეები და წინადადებები სიამოვნებით მიიღება ;) კონსპექტები: ინფორმაციის მატარებლები და დამმახსოვრებელი მოწყობილობები 17.02.2016 - დაემატა ინფორმაცია SSD მოწყობილობების შესახებ 08.08.2016 - მცირედი შესწორებები და დამატებები პროცესორი მომდევნო თემები იქნება ოპერატიული მეხსიერება და პროცესორი :)

ეტლების მანუფაქტურა ოზურგეთში

Image
ბაბუაჩემის მამას, სილიბისტრო ღლონტს, ეტლების აწყობა სცოდნია და შესაბამისი მანუფაქტურაც ჰქონია ეზოში მოწყობილი. ოზურგეთში ოსმალების შემოჭრის დროს   ლითონი და სახელვანოები (ხელსაწყოები) რომ ოსმალებს არ ჩავარდნოდათ ხელში, თავისი ხელით დაუშლია სახელოსნოები და მიწაში ჩაუმარხია. ეტლების აწყობა ბაბუაჩემს, დათიკო ღლონტსაც სცოდნია. სურათზე მოცემული ეტლი ყოფილა მისი ბოლო ნამუშევარი. სურათზე დათიკო არაა გადაღებული. კოფოზე (მგონი ასე ჰქვია :) ) მარჯვნიდან მარცხნივ სხედან ამირან ჩანჩიბაძე, კოტე ღლონტი და ვასო ღლონტი. ველოსიპედთან დგას ზური შეწირული, ველოსიპედსა და ეტლზე ერთდოულად ზის გიზო ღლონტი. ეტლში მსხდარი გოგონებიდან მარცხნიდან მეორე არის ჩემი მამიდა, ეთერი ღლონტი, მისგან მარჯვნივ, ერთის გამოტოვებით, უნდა იყოს ცია ღლონტი. დანარჩენი ორი გოგონას იდენტიფიცირებას ვერ ვახდენ. მამაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, რომ ეტლი შეკვეთით კეთდებოდა. როგორც ჩანს, სანამ შემკვეთს გადასცემდნენ, მანამდე ე.წ. Обкатка-ზე გაჰყავდათ :-) ფოტო დათარიღებულია 1969 წლით. გადაღებულია მახარაძეში (ახლანდელი ოზურ...

მემუარები :)

აი ახლაც ვედავებით მე და ჩემი "ალტერ ეგო" ერთმანეთს, როგორ დავწერო ეს პოსტი და საერთოდ დავწერო თუ არა - მე მინდა, "იმას" არ უნდა - უფრო სწორად, მედავება და მიპროტესტებს ერთადერთი არგუმენტით - ვისთვის შეიძლება იყოს ეს საინტერესო? როგორც ხედავთ, ვიმარჯვებ და ვაგრძელებ წერას :) არის ხოლმე მომენტები, როცა მინდება კონკრეტულ თემაზე ჩემი აზრის დაწერა, მაგრამ აქაც გამოხტება ხლომე "ის" და მამუხრუჭებს - რა გინდა,რას წერ, ვისთვის იქნება საინტერესო? სანამ არ დავამარცხებ "იმას", მანამ ალბათ შემოვიფარგლები ვიწროდ ტექნიკური საკითხებით, რომელიც "იმის" ვარაუდით უფრო მეტს დააინტერესებს :)

LTSP Server-ის გამართვა Fedora 12-ზე

ორიგინალი გამოქვეყნებულია  http://levglonti.site.ge/index.php/napertsklebi/artikleslinux/52-ltsp-server-fedora12 მისამართზე 10 December 2009 -ში მოცემულობა 1. 1 ცალი HP Workstation xw4400 2. ~ 20 ცალი თხელი კლიენტი (HP HSTNC-002L-TC) ამოცანა უნდა აეწყოს LTSP ინფრასტრუქტურა ზემოხსენებული აპარატურით გადაწყვეტა სერვერზე ყენდება Fedora 12, სამუშაო გარემოდ არჩეულ იქნა XFCE4 თავიდან ვცადე kubuntu 9.10 - სამწუხაროდ ვერ გაამართლა იმედები (დეტალები => http:forum.ge/?showtopic=33625048&view=findpost&p=16815543 ) ჩემს პირად კომპიუტერზე წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ (Fedora 11 მიყენია) მივიღე გადაწყვეტილება აქაც ფედორა გამომეყენებინა. რაც შეეხება XFCE4 - ს: აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა მისმა სიმსუბუქემ და ფუნქციონალურობამ. რაც შეეხება KDE-ს, ან Gnome-ს: ორივე კარგი სამუშაო გარემოა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ასევე სისტემის რესურსების მიმართ ლოიალურობასაც - KDE-ს ან Gnome-ს 20 ეგზემპლარის გაშვება გაანადგურებს ამ სერვერის რესურსებს (სამუშ...