ეტლების მანუფაქტურა ოზურგეთში
ბაბუაჩემის მამას, სილიბისტრო ღლონტს, ეტლების აწყობა სცოდნია და შესაბამისი მანუფაქტურაც ჰქონია ეზოში მოწყობილი. ოზურგეთში ოსმალების შემოჭრის დროს ლითონი და სახელვანოები (ხელსაწყოები) რომ ოსმალებს არ ჩავარდნოდათ ხელში, თავისი ხელით დაუშლია სახელოსნოები და მიწაში ჩაუმარხია. ეტლების აწყობა ბაბუაჩემს, დათიკო ღლონტსაც სცოდნია. სურათზე მოცემული ეტლი ყოფილა მისი ბოლო ნამუშევარი. სურათზე დათიკო არაა გადაღებული. კოფოზე (მგონი ასე ჰქვია :) ) მარჯვნიდან მარცხნივ სხედან ამირან ჩანჩიბაძე, კოტე ღლონტი და ვასო ღლონტი. ველოსიპედთან დგას ზური შეწირული, ველოსიპედსა და ეტლზე ერთდოულად ზის გიზო ღლონტი. ეტლში მსხდარი გოგონებიდან მარცხნიდან მეორე არის ჩემი მამიდა, ეთერი ღლონტი, მისგან მარჯვნივ, ერთის გამოტოვებით, უნდა იყოს ცია ღლონტი. დანარჩენი ორი გოგონას იდენტიფიცირებას ვერ ვახდენ. მამაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, რომ ეტლი შეკვეთით კეთდებოდა. როგორც ჩანს, სანამ შემკვეთს გადასცემდნენ, მანამდე ე.წ. Обкатка-ზე გაჰყავდათ :-) ფოტო დათარიღებულია 1969 წლით. გადაღებულია მახარაძეში (ახლანდელი ოზურ...