DIY პროექტი - "გენერატორის მოდერნიზაცია"
დღეს უკვე მერამდენედ გამაბრაზა ენერგო პრო ჯორჯია -მ და ჩემმა პატარა "დვიჟოკმა" :) პირველმა იმიტომ, რომ შუქი ჩაქრა მერამდენედ კაცმა არ იცის და მეორემ იმიტომ, რომ უკვე მესამეჯერ მიღალატა მექანიკურმა სტარტერმა :-( ენერგო-პროს ალბათ ვერაფერს მოვუხერხებ, მარა სტარტერის პრობლემის მოგვარებას ვეცდები ამ მექანიკური სტარტერის ელექტროსტარტერით შეცვლით :) გენერატორს ამჟამინდელ მდგომარეობაში დაზიანებული აქვს მექანიკური (თოკიანი) სტარტერი. როგორც ჩანს, ეს აგრეგატი პრობლემურია, იმიტომ რომ ჯამში დაახლოებით 15 საათი თუ ექნება ამ გენერატორს ნამუშევარი და უკვე მესამეჯერ გაფუჭდა სტარტერი. პროექტის იდეა მდგომარეობს შემდეგში: უნდა გამოვიკვლიო ჩემს ხელთ არსებული აგრეგატებიდან ხომ არ იქნება შესაძლებელი მექანიკური სტარტერის ჩანაცვლება ელექტროსტარტერით. მაქვს მუდმივი დენის 12v და 6v რამდენიმე ძრავი, რომელსაც წესით უნდა ეყოს ძალის მომენტი ამ გენერატორის ძრავის ასამუშავებლად. ასევე მაქვს მანქანის 12v აკუმულატორი. ხვალიდან (ან როცა მექნება თავისუფალი დრო იქედან) დავიწყებ ამ პროექტის განხორ...