DIY პროექტი - "გენერატორის მოდერნიზაცია"
გენერატორს ამჟამინდელ მდგომარეობაში დაზიანებული აქვს მექანიკური (თოკიანი) სტარტერი. როგორც ჩანს, ეს აგრეგატი პრობლემურია, იმიტომ რომ ჯამში დაახლოებით 15 საათი თუ ექნება ამ გენერატორს ნამუშევარი და უკვე მესამეჯერ გაფუჭდა სტარტერი.
პროექტის იდეა მდგომარეობს შემდეგში: უნდა გამოვიკვლიო ჩემს ხელთ არსებული აგრეგატებიდან ხომ არ იქნება შესაძლებელი მექანიკური სტარტერის ჩანაცვლება ელექტროსტარტერით. მაქვს მუდმივი დენის 12v და 6v რამდენიმე ძრავი, რომელსაც წესით უნდა ეყოს ძალის მომენტი ამ გენერატორის ძრავის ასამუშავებლად. ასევე მაქვს მანქანის 12v აკუმულატორი.
ხვალიდან (ან როცა მექნება თავისუფალი დრო იქედან) დავიწყებ ამ პროექტის განხორციელებას :-)
ძალის მომენტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მოსაფიქრებელი იქნება ელექტროძრავის და გენერატორის შიდაწვის ძრავის შეჭიდების საკითხი - მუდმივი იყოს თუ რაიმე რაიმე მექანიზმი მოვიფიქრო შეჭიდების ჩართვა/გამორთვისთვის.
24.12.2016
ჩავატარე ექსპერიმენტი სურათზე ნაჩვენები ძრავით. ძალის მომენტი როგორც ჩანს საკმარისი აქვს - გენერატორის შიდაწვის ძრავს ატრიალებს. კომპრესიის მაქსიმუმთან (ე.წ. ზედა მკვდარ წერტილთან) მისვლის დროს ბრუნი შესამჩნევად იკლებდა, მაგრამ ეს შეიძლება იმის ბრალი ყოფილიყო, რომ აკუმულატორი ძალიან "დამჯდარი" იყო.
ეს ელექტროძრავი დაკომპლექტებულია რედუქტორით. ხისტი შეჭიდების შემთხვევაში არის რისკი, რომ ეს მექანიზმი მალევე გამოვა მწყობრიდან, ამიტომ აუცილებლად საჭიროა შეჭიდების ჩართვა/გამორთვის საკითხის მოგვარება. ზუსტად ამ მიზეზის გამო ვერ გავრისკე დღეს ამ ელექტროძრავით შიდაწვის ძრავის დაქოქვა :)
ასევე გასარკვევია, ეყოფა თუ არა ამ ელექტროძრავს ბრუნების რაოდენობა შიდაწვის ძრავის ასამუშავებლად.
მოკლედ, საქმე ბევრია :)
![]() |
![]() |
p.s. მექანიკური სტარტერი შევაკეთე :)


Comments
Post a Comment