Posts

Showing posts from September, 2024

კლავიატურის განათების ჩართვა-გამორთვა Linux ოპერაციულ სისტემაში

Image
დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია ☺ ცოტა ხნის წინ გამიფუჭდა კლავიატურა დესკტოპზე - რამდენიმე ღილაკი არაადეკვატურად რეაგირებდა. შესაბამისად, გადაწყდა ახალი კლავიატურის შეძენა ☺ ძირითადი მოთხოვნები ახალი კლავიატურის მიმართ ასეთი იყო: კაბელიანი (USB) სრული სიმაღლის ღილაკები, ერთმანეთისგან საკმარისად დაშორებული, რომ შეხედვის გარეშე - შეხებით ვიგრძნო კლავიშები ☺ მულტიმედია ღილაკებიდან უნდა ჰქონდეს მინიუმ Mute, VolUP და VolDOWN განათება (ე.წ. backlight) - რატომაც არა, ნოუტბუქის კლავიატურას აქვს და ამასაც თუ ექნება კაია ☺ ბიუჯეტი - ~50-60 ლარის ფარგლებში დროის სიმცირის გამო არჩევანი შეიზღუდა ადგილობრივი ონლაინ მაღაზიებით - არც ადგილზე მისვლა-არჩევის დრო მაქვს და არც Ebay-დან რომ ველოდო :-D  ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულ იქნა Genius K215 ჩამოვიდა რამდენიმე დღეში, რამდენიმე დღეში მე მოვიცალე საფოსტო განყოფილებიდან რომ ამეღო ☺ მერე ანბოქსინგი, შეერთება, ველოდები, რომ გაანათებს - მარა ნურას უკაცრავად ☺ვაჭერ Scrolllo...