LTSP Server-ის გამართვა Fedora 12-ზე
ორიგინალი გამოქვეყნებულია http://levglonti.site.ge/index.php/napertsklebi/artikleslinux/52-ltsp-server-fedora12 მისამართზე 10 December 2009 -ში
მოცემულობა
1. 1 ცალი HP Workstation xw4400
2. ~ 20 ცალი თხელი კლიენტი (HP HSTNC-002L-TC)
ამოცანა
უნდა აეწყოს LTSP ინფრასტრუქტურა ზემოხსენებული აპარატურით
გადაწყვეტა
სერვერზე ყენდება Fedora 12, სამუშაო გარემოდ არჩეულ იქნა XFCE4
თავიდან ვცადე kubuntu 9.10 - სამწუხაროდ ვერ გაამართლა იმედები (დეტალები => http:forum.ge/?showtopic=33625048&view=findpost&p=16815543 ) ჩემს პირად კომპიუტერზე წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ (Fedora 11 მიყენია) მივიღე გადაწყვეტილება აქაც ფედორა გამომეყენებინა. რაც შეეხება XFCE4 - ს: აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა მისმა სიმსუბუქემ და ფუნქციონალურობამ. რაც შეეხება KDE-ს, ან Gnome-ს: ორივე კარგი სამუშაო გარემოა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ასევე სისტემის რესურსების მიმართ ლოიალურობასაც - KDE-ს ან Gnome-ს 20 ეგზემპლარის გაშვება გაანადგურებს ამ სერვერის რესურსებს (სამუშაო გარემოს გარდა სხვა პროგრამებიც ხომ უნდა ჩაირთოს კლიენტზე? Openoffice, Firefox, პლეერები...)
საკვანძო მომენტები Fedora-ს ინსტალაციიდან
1. ინსტალაცია პრინციპში არასტანდარტულად გავაკეთე :) მოვქაჩე iso http://mirror.alva.ge/pub/fedora/releases/12/Fedora/i386/iso/ -დან, მამაპაპურად გავწვი დისკზე, ჩავტვირთე კომპიუტერი ამ დისკიდან და გავატარე Media Check-ზე, რომელმაც დაასკვნა, რომ დისკი არ ვარგა. არ დავუჯერე და გავაგრძელე ინსტალაცია, მარა სულ ტყუილად - ინსტალაციის დაწყებისთანავე მომახსენა, რომ რომელიღაც rpm ფაილს ვერ ვკითხულობო :) რამდენიმე სართულიანი გინება Princo-ს... შემდეგ:
თავიდან გავუშვი Fedora-ს ინსტალაცია, რეპოებიდან გავუთიშე Installation repo და მივამატე http://192.168.0.10/ltsptemp :)
2. ინსტალაციის დროსვე გავთიშე ზედმეტი პაკეტების დაყენება (მათ შორის Gnome და KDE სამუშაო გარსების)
3. ანაკონდა (Fedora-ს ინსტალაციის პროგრამა) თავისით აყენებს kernel-PAE-ს. არ მაქვს ამ კერნელთან მუშაობის გამოცდილება, თან საჭიროებასაც ვერ ვხედავ (2 GB RAM აქვს მაინც სერვერს), ამიტომ ვშლი და ვაყენებ ჩვეულებრივ kernel-ს (რა თქმა უნდა ინსტალაციის დასრულების შემდეგ)
4. ინსტალაციის დასრულების შემდეგ Yum-ს ვუმატებ rpmfusion-ის სარკეს (http://rpmfusion.org/Configuration/) და ვუშვებ yum upgrade
5. ვაყენებ XFCE-ს : yum groupinstall XFCE - დამოკიდებულებებში მოყვება ასევე GDM, რაც საშუალებას მოგვცემს გრაფიკული გარსიდან გავიაროთ ავტორიზაცია და გავუშვათ xfce4 სესია. ამისთვის დამატებით საჭირო იქნება /etc/inittab ფაილის რედაქტირება და Default Runlevel-ად 5-ის მითითება (მითითებული იყო 3, ალბათ ანაკონდას ნამოქმედარია მაგი :))
6 ვაყენებ მულტიმედია ფაილების მხარდაჭერას:
7 ბარემ ინტერნეტიც:
8 pdf, djvu და chm ფაილების მხარდაჭერა:
11 დავაყენებ ბარემ bash-completion-ს, სასარგებლო რამეა:
ამაღელვებელი მომენტი: LTSP სერვერის გამართვა
1. ვაინსტალირებთ პაკეტს ltsp-server
2. echo "/opt/ltsp *(ro,async,no_root_squash)" >> /etc/exports
3. for service in xinetd ltsp-dhcpd rpcbind nfs sshd; do chkconfig $service on; service $service restart; done
4. for server in ldminfod nbdrootd nbdswapd tftp; do chkconfig $server on; done
5. ახლა დროებით გავაჩერებ DHCP სერვერს - ჩემს ქსელში სხვა სერვერიც მუშაობს და გაურკვევლობას რომ არ ჰქონდეს ადგილი ასე ჯობია :)
service ltsp-dhcpd stop
6. კლიენტის გარემოს ასაგებად გამოიყენება ltsp-build-client, რომელიც თავის მხრივ ამ ამოცანის შესასრულებლად იყენებს kickstart-ს. ltsp-server პაკეტს თან მოყვება წინასწარ მომზადებული ks ფაილები, რომლებიც განთავსებულია /etc/ltsp/kickstart კატალოგში:
ამ ფაილებთან მოხერხებულად სამუშაოდ დავაყენებ ახლა mc -ს: yum install mc
ახლა ჩემი ამოცანა არის ის, რომ ltsp-build-client -ს გამოვაყენებინო სინსტალაციო დისკზე არსებული rpm პაკეტები (ინტერნეტიდან ქაჩვას დისკიდან გადმოწერა ჯობია :)) - თუ გამოვიდა ხომ კაი, თუ არა და მოვაქაჩვინებ ინტერნეტიდან. თუ ვერსიებში არაა სხვაობა, წესით უნდა გამოვიდეს.
/etc/ltsp/kickstart/Fedora/12/ltsp-i386.ks ფაილის გამოკვლევამ გვაჩვენა, რომ არც ისე რთულია ზემოხსენებული ცდის ჩატარება. ყოველი შემთხვევისთვის დავაკოპირებ ამ ფაილს საშინაო კატალოგში:
cp -v /etc/ltsp/kickstart/Fedora/12/ltsp-i386.ks ~/
`/etc/ltsp/kickstart/Fedora/12/ltsp-i386.ks' -> `/root/ltsp-i386.ks'
და ჩავასწორებ ასე:
ახლა გავუშვებ ltsp-build-client -ს, ვნახოთ რა მოხდება... მაინც ინტერნეტიდან ქაჩავს... კიდე კაი, რომ ქართული სარკვე გვაქვს => http://mirror.alva.ge/pub (დიდი მადლობა GioMac-ს)
info: LTSP client installation completed successfully -ო მომახსენა. ახლა:
7. ltsp-update-image && ltsp-update-sshkeys
8. ახლა მივხედოთ DHCP სერვერის კონფიგურაციას. კონფიგურაციის ფაილია /etc/ltsp/dhcpd.conf
ზედმეტი მიმოხილვის გარეშე - კონფიგურაციის ფაილი უნდა იყო ასეთი: (ორიგინალი სადმე მიაკოპირეთ, იქნებ გამოგადგეთ)
იგულისხმება, რომ LTSP სერვერის IP მისამართი არის 192.168.0.1 და DHCP სერვერმა უნდა გასცეს IP მისამართები 192.168.0.20-192.168.0.250 არეალიდან
ახლა ჩავრთოთ DHCP სერვერი:
service ltsp-dhcpd start
ჩემთან უპრობლემოდ ჩაირთო. ახლა ვცდი კლიენტის ჩართვას. ვნახოთ რა გამოვა...
Welcome to Fedora
Press I to enter interactive startup...
ნორმალურადაა საქმე... აი ავტორიზაციის ფანჯარა K12 Linux ლოგოთი. აბა ვნახო თუ გავიართ ავტორიზაციას... ყველაფერი რიგზეა, მითითება დასჭირდა, რომ უნდა გაუშვას XFCE-ს სესია
LTSP სერვერის კონფიგურაცია ამით დასრულდა
ახლა საჭიროა სხვა რაღაცეების კონფიგურაცია (ახალი მომხმარებლების შექმნა, და სამუშაო გარემოს პარამეტრების გამართვა), მაგრამ ეს საკითხი სცდება ამ სტატიის ფარგლებს. თუ დრო მექნა, მერე დავწერ რაც გავაკეთე

mount -o loop /home/gc/Download/soft/Fedora-12-i386-DVD.iso /var/www/html/ltsptemp && service httpd start
თავიდან გავუშვი Fedora-ს ინსტალაცია, რეპოებიდან გავუთიშე Installation repo და მივამატე http://192.168.0.10/ltsptemp :)
2. ინსტალაციის დროსვე გავთიშე ზედმეტი პაკეტების დაყენება (მათ შორის Gnome და KDE სამუშაო გარსების)
3. ანაკონდა (Fedora-ს ინსტალაციის პროგრამა) თავისით აყენებს kernel-PAE-ს. არ მაქვს ამ კერნელთან მუშაობის გამოცდილება, თან საჭიროებასაც ვერ ვხედავ (2 GB RAM აქვს მაინც სერვერს), ამიტომ ვშლი და ვაყენებ ჩვეულებრივ kernel-ს (რა თქმა უნდა ინსტალაციის დასრულების შემდეგ)
4. ინსტალაციის დასრულების შემდეგ Yum-ს ვუმატებ rpmfusion-ის სარკეს (http://rpmfusion.org/Configuration/) და ვუშვებ yum upgrade
5. ვაყენებ XFCE-ს : yum groupinstall XFCE - დამოკიდებულებებში მოყვება ასევე GDM, რაც საშუალებას მოგვცემს გრაფიკული გარსიდან გავიაროთ ავტორიზაცია და გავუშვათ xfce4 სესია. ამისთვის დამატებით საჭირო იქნება /etc/inittab ფაილის რედაქტირება და Default Runlevel-ად 5-ის მითითება (მითითებული იყო 3, ალბათ ანაკონდას ნამოქმედარია მაგი :))
[root@ltsp-server ~]# cat /etc/inittab # inittab is only used by upstart for the default runlevel. # # ADDING OTHER CONFIGURATION HERE WILL HAVE NO EFFECT ON YOUR SYSTEM. # # System initialization is started by /etc/event.d/rcS # # Individual runlevels are started by /etc/event.d/rc[0-6] # # Ctrl-Alt-Delete is handled by /etc/event.d/control-alt-delete # # Terminal gettys (tty[1-6]) are handled by /etc/event.d/tty[1-6] and # /etc/event.d/serial # # For information on how to write upstart event handlers, or how # upstart works, see init(8), initctl(8), and events(5). # # Default runlevel. The runlevels used are: # 0 - halt (Do NOT set initdefault to this) # 1 - Single user mode # 2 - Multiuser, without NFS (The same as 3, if you do not have networking) # 3 - Full multiuser mode # 4 - unused # 5 - X11 # 6 - reboot (Do NOT set initdefault to this) # id:5:initdefault: [root@ltsp-server ~]#
6 ვაყენებ მულტიმედია ფაილების მხარდაჭერას:
yum install smplayer exaile gstreamer-plugins* gstreamer-ffmpeg gnome-mplayer(წესით საკმარისი უნდა იყოს :))
7 ბარემ ინტერნეტიც:
yum install firefox pidgin && yum localinstall ~/install/flash-plugin-10.0.32.18-release.i386.rpm --nogpg
8 pdf, djvu და chm ფაილების მხარდაჭერა:
yum install evince evince-djvu xchm9 ახლა შრიფტები:
cp -v ~/fonts/* /usr/share/fonts && fc-cache -rv10 გავაქართულოთ ბარემ გარემო:
[root@ltsp-server ~]# cat /etc/sysconfig/i18n #LANG="en_US.UTF-8" LANG="ka_GE.UTF-8" SYSFONT="latarcyrheb-sun16" [root@ltsp-server ~]#
11 დავაყენებ ბარემ bash-completion-ს, სასარგებლო რამეა:
yum install bash-completion12 საოფისე პაკეტი:
yum install openoffice.org-calc openoffice.org-draw openoffice.org-impress openoffice.org-math openoffice.org-pdfimport openoffice.org-writer openoffice.org-extendedPDFსაკმარისი უნდა იყოს :)
ამაღელვებელი მომენტი: LTSP სერვერის გამართვა
1. ვაინსტალირებთ პაკეტს ltsp-server
2. echo "/opt/ltsp *(ro,async,no_root_squash)" >> /etc/exports
3. for service in xinetd ltsp-dhcpd rpcbind nfs sshd; do chkconfig $service on; service $service restart; done
4. for server in ldminfod nbdrootd nbdswapd tftp; do chkconfig $server on; done
5. ახლა დროებით გავაჩერებ DHCP სერვერს - ჩემს ქსელში სხვა სერვერიც მუშაობს და გაურკვევლობას რომ არ ჰქონდეს ადგილი ასე ჯობია :)
service ltsp-dhcpd stop
6. კლიენტის გარემოს ასაგებად გამოიყენება ltsp-build-client, რომელიც თავის მხრივ ამ ამოცანის შესასრულებლად იყენებს kickstart-ს. ltsp-server პაკეტს თან მოყვება წინასწარ მომზადებული ks ფაილები, რომლებიც განთავსებულია /etc/ltsp/kickstart კატალოგში:
[root@ltsp-server ~]# ls -aR /etc/ltsp/kickstart/ /etc/ltsp/kickstart/: . .. Fedora /etc/ltsp/kickstart/Fedora: . .. 10 11 12 13 common /etc/ltsp/kickstart/Fedora/10: . .. ltsp-i386.ks ltsp-ppc.ks ltsp-x86_64.ks /etc/ltsp/kickstart/Fedora/11: . .. ltsp-i386.ks ltsp-ppc.ks ltsp-x86_64.ks /etc/ltsp/kickstart/Fedora/12: . .. ltsp-i386.ks ltsp-ppc.ks ltsp-x86_64.ks /etc/ltsp/kickstart/Fedora/13: . .. ltsp-i386.ks ltsp-ppc.ks ltsp-x86_64.ks /etc/ltsp/kickstart/Fedora/common: . .. arch common.ks release /etc/ltsp/kickstart/Fedora/common/arch: . .. i386.ks i586.ks i686.ks ppc.ks x86_64.ks /etc/ltsp/kickstart/Fedora/common/release: . .. 10.ks 11.ks 12.ks 13.ks 9.ks [root@ltsp-server ~]# ls -ar /etc/ltsp/kickstart/ Fedora .. . [root@ltsp-server ~]#
ამ ფაილებთან მოხერხებულად სამუშაოდ დავაყენებ ახლა mc -ს: yum install mc
ახლა ჩემი ამოცანა არის ის, რომ ltsp-build-client -ს გამოვაყენებინო სინსტალაციო დისკზე არსებული rpm პაკეტები (ინტერნეტიდან ქაჩვას დისკიდან გადმოწერა ჯობია :)) - თუ გამოვიდა ხომ კაი, თუ არა და მოვაქაჩვინებ ინტერნეტიდან. თუ ვერსიებში არაა სხვაობა, წესით უნდა გამოვიდეს.
/etc/ltsp/kickstart/Fedora/12/ltsp-i386.ks ფაილის გამოკვლევამ გვაჩვენა, რომ არც ისე რთულია ზემოხსენებული ცდის ჩატარება. ყოველი შემთხვევისთვის დავაკოპირებ ამ ფაილს საშინაო კატალოგში:
cp -v /etc/ltsp/kickstart/Fedora/12/ltsp-i386.ks ~/
`/etc/ltsp/kickstart/Fedora/12/ltsp-i386.ks' -> `/root/ltsp-i386.ks'
და ჩავასწორებ ასე:
[root@ltsp-server ~]# cat /etc/ltsp/kickstart/Fedora/12/ltsp-i386.ks # Kickstart Definition for Client Chroot for i386 # we are going to install into a chroot, such as /opt/ltsp/i386 install repo --name=localmirror --baseurl=http://192.168.0.10/ltsptemp (ალბათ გეცნობათ ეს მისამართი - აქედან არ დავაყენე ფედორა? :)) repo --name=released-12-i386 --mirrorlist=http://mirrors.fedoraproject.org/mirrorlist?repo=fedora-12&;arch=i386 repo --name=updates-12-i386 --mirrorlist=http://mirrors.fedoraproject.org/mirrorlist?repo=updates-released-f12&;arch=i386 #repo --name=temporary-12-i386 --baseurl=http://togami.com/~k12linux-temporary/fedora/12/i386/ %include ../common/common.ks %include ../common/arch/i686.ks %include ../common/release/12.ks [root@ltsp-server ~]#
ახლა გავუშვებ ltsp-build-client -ს, ვნახოთ რა მოხდება... მაინც ინტერნეტიდან ქაჩავს... კიდე კაი, რომ ქართული სარკვე გვაქვს => http://mirror.alva.ge/pub (დიდი მადლობა GioMac-ს)
info: LTSP client installation completed successfully -ო მომახსენა. ახლა:
7. ltsp-update-image && ltsp-update-sshkeys
8. ახლა მივხედოთ DHCP სერვერის კონფიგურაციას. კონფიგურაციის ფაილია /etc/ltsp/dhcpd.conf
ზედმეტი მიმოხილვის გარეშე - კონფიგურაციის ფაილი უნდა იყო ასეთი: (ორიგინალი სადმე მიაკოპირეთ, იქნებ გამოგადგეთ)
authoritative; subnet 192.168.0.0 netmask 255.255.255.0 { range 192.168.0.20 192.168.0.250; option domain-name "LT.SP"; option domain-name-servers 192.168.0.1; option broadcast-address 192.168.0.255; option routers 192.168.0.1; # next-server 192.168.0.254; # get-lease-hostnames true; option subnet-mask 255.255.255.0; option root-path "192.168.0.1:/opt/ltsp/i386"; if substring( option vendor-class-identifier, 0, 9 ) = "PXEClient" { filename "/ltsp/i386/pxelinux.0"; } else { filename "/ltsp/i386/nbi.img"; } }
იგულისხმება, რომ LTSP სერვერის IP მისამართი არის 192.168.0.1 და DHCP სერვერმა უნდა გასცეს IP მისამართები 192.168.0.20-192.168.0.250 არეალიდან
ახლა ჩავრთოთ DHCP სერვერი:
service ltsp-dhcpd start
ჩემთან უპრობლემოდ ჩაირთო. ახლა ვცდი კლიენტის ჩართვას. ვნახოთ რა გამოვა...
Welcome to Fedora
Press I to enter interactive startup...
ნორმალურადაა საქმე... აი ავტორიზაციის ფანჯარა K12 Linux ლოგოთი. აბა ვნახო თუ გავიართ ავტორიზაციას... ყველაფერი რიგზეა, მითითება დასჭირდა, რომ უნდა გაუშვას XFCE-ს სესია
LTSP სერვერის კონფიგურაცია ამით დასრულდა
ახლა საჭიროა სხვა რაღაცეების კონფიგურაცია (ახალი მომხმარებლების შექმნა, და სამუშაო გარემოს პარამეტრების გამართვა), მაგრამ ეს საკითხი სცდება ამ სტატიის ფარგლებს. თუ დრო მექნა, მერე დავწერ რაც გავაკეთე
Comments
Post a Comment