სანიშნეები სამუშაო მაგიდაზე


მოგესალმებით ყველას (თუ შემოდის საერთოდ ვინმე აქ :) )დღეს დამჭირდა Desktop Note კლასის აპლიკაცია. გავიხსენე ძველი დრო, როცა გნომის დესკტოპს ვიყენებდი და ვცადე გამეშვა Tomboy - ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მთავარი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში - ძალიან დიდი ხანი აგვიანდება გაშვებაზე. მართალია ჩემი კომპიუტერი კაი ყვავის ხნისაა, მარა ოპენოფისზე მეტი დრო რომ სჭირდება აპლიკაციას გასაშვებად, არაა მაი კაი ამბავი. ამიტომ მივმრთე გუგუული ბებიას საკვანძო სიტყვებით Desktop note application linux. პირველივე შედეგად დამიბრუნა Tomboy, მერე გნომის აპლეტი რომაა რაღაცა და მესამეზე http://www.justskins.com/open-source/quick-notes-software-for-linux-desktop/935. ზედა სამი აპლიკაცია (TomBoy Notes, KNotes & Sticky Notes ) ავტომატურად გამოირიცხა. ასევე გამოირიცხა სულ ბოლო - Basket Notepads - ადრე მაქვს ეს აპლიკაცია ნაცადი და არ მომეწონა (QT-ზეა და ქოგორც სხვა QT based აპლიკაციები, ესეც უაზროდ მოიხმარს ჩემი საბრალო ტრაქტორის რესურსებს, ასევე არ მომეწონა აპლიკაციის ფუნქციონალური მხარე - ისეთი რაღაცეები აქვს, რაც არაფერში არ მჭირდება). ალბათ ხვდებით, რომ ჩემი არჩევანი შეჩერდა Zim -ზე. საშინაო გვერდის დათვალიერებისა და პლაგინებში Tray icon-ის აღმოჩენის შემდეგ ტერმინალში yum search zim -მა რომ

Zim.noarch : Desktop wiki & notekeeper
evolution-zimbra.i386 : Zimbra Connector for Evolution
libzrtpcpp.i386 : ZRTP support library for the GNU ccRTP stack
xplanet.i386 : Render a planetary image into an X window

დამიბრუნა, გამიხარდა და მივაყოლე yum install Zim :)
ახლა მორჩა კაკ რაზ ინსტალაციას. ჩავრთავ და თან აქ დავწერ რაც მოხდება
სწრაფად ირთვება , სისტემას არც ეტყობა რაიმე თუ ჩაირთო 
გამოვიდა ფანჯარა, რომელიც რავარც შევატყვე მთავაზობს ჩანაწერების წიგნაკის შექმნას, ან არსებულის გახსნას. ასეთი წიგნაკი არ არსებობს, ამიტომ ვაჭერ + დამატება ღილაკს. გამოსულ ფანჯარაში რაღაცეებს მეკითხება ახალი წიგნაკის შესახებ. არ ვიცი რას ნიშნავს აქ Home Page (ნაგულისხმევად მითითებული აქვს :HOME და ვტოვებ, მერე ვნახავ დოკუმენტაციაში). ასევე ვერ გავიგე, რაში სჭირდება Document Path. ნაგულისხმევად მითითებული აქვს ~/Documents (ალბათ რაიმენაირად ლინკავს ჩემს დოკიმენტებთან აქ შექმნილ ჩანაწერებს. ამასაც გავარკვევ მერე :) )
გასარკვევია ასევე slow filesystem თოლიას დანიშნულება :)
მოკლედ, ვაჭერ დიახ ღილაკს. Notebooks სიაში დაემატა ახლადშექმნილი ჩანაწრების წიგნაკი. მოვნიშნე და ვაჭერ ღილაკს გახსნა. გაიხსნა ჩემი ჩანაწერების წიგნაკი. წერია შექმნის თარიღი. არსად ჩანს Tray icon. ოპციებში ხანმოკლე ძვრომიალის შემდეგ გამოვაჩინე. მოკლედ, ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა. ვისაც გიყვართ ზიზილ-პიპილოებით მინიმალურად დატვირთული (და იმავდროულად ფუნქციონალური) პროგრამები, Zim -ი უნდა გამოგადგეთ :)


Comments

  1. shemodis vinme :D cavikitxe, gavecani, da sasargeblo tu ara (me jer kidev fanjrebian samkaroshi var, samsaxurshic da saxlshic, shesabamisad linuxis progebi didad ar mchirdeba)saintereso iko, bookmarkebshi vamateb shens blogs!

    ReplyDelete
  2. :) გამიხარდა ვინმე თუ ნახულობს აქაურობას ჩემს გარდა :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ოპერაციული სისტემების ჩატვირთვა ქსელიდან pxelinux-ის საშუალებით

MPD-ს ინტეგრაცია Audioscrobbler-თან

კონსპექტები