მემუარები :)

აი ახლაც ვედავებით მე და ჩემი "ალტერ ეგო" ერთმანეთს, როგორ დავწერო ეს პოსტი და საერთოდ დავწერო თუ არა - მე მინდა, "იმას" არ უნდა - უფრო სწორად, მედავება და მიპროტესტებს ერთადერთი არგუმენტით - ვისთვის შეიძლება იყოს ეს საინტერესო?
როგორც ხედავთ, ვიმარჯვებ და ვაგრძელებ წერას :)
არის ხოლმე მომენტები, როცა მინდება კონკრეტულ თემაზე ჩემი აზრის დაწერა, მაგრამ აქაც გამოხტება ხლომე "ის" და მამუხრუჭებს - რა გინდა,რას წერ, ვისთვის იქნება საინტერესო?
სანამ არ დავამარცხებ "იმას", მანამ ალბათ შემოვიფარგლები ვიწროდ ტექნიკური საკითხებით, რომელიც "იმის" ვარაუდით უფრო მეტს დააინტერესებს :)

Comments

  1. ჩემო ლევან, ერთ არგუმენტს მოგიყვან, რომელიც ჩემი აზრით გამოგადგება შენს და „მას“ შორის პაექრობაში, დაწერო თუ არა? - გადაცკვეტილებას იმის გამო ნუ მიიღებ დააინტერესებს ის სხვას თუ არა, დაწერე იმ შემთხვევაში თუ თვლი რომ „დასაწერი“ მართებული და ღირებულია. და თუ ის არავისთვის იქნება საინტერესო ეს შენი კი არა საზოგადოების პრობელემა იქნბეა. მოვა დრო და სხვები დაინტერესდებიან.
    მე მჯერა შენი, უფრო სწორედ მჯერა, რომ ბევრ საინტერესო და საგულისხმო თემაზე დაწერ. ჩემის მხრივ ვეცდები შენი „თანამეინახე“ ვიყო.

    ReplyDelete
  2. გავითვალისწინებ შენს შეხედულებას :)

    ReplyDelete
  3. არგუმენტებს რა გამოლევს, მე ჩემს ალტერ ეგოს სიზარმაცეში უფრო ვეფარიკავები, მაგაზე არც დაფიქრდე - უნდა წერო :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ოპერაციული სისტემების ჩატვირთვა ქსელიდან pxelinux-ის საშუალებით

MPD-ს ინტეგრაცია Audioscrobbler-თან

კონსპექტები